უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში ID ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ.
მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გადაადგილება უნდა მოხდეს საერთაშორიო საჰაერო ფრენით ან საზღვაო გზით.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განამტკიცებს და მოიზიდავს მეტ ტურისტს უკრაინიდან, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.