აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს ომს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ამოცანა რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიღწევაა და სწორედ ამიტომ ამარაგებენ უკრაინას იარაღით.
„რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინას მრავალი წელია, ამზადებდნენ, რათა საკუთარი ხელებითა და სხეულით ეწარმოებინა ბრძოლა, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ. რაც უნდა თქვან, აწარმოებენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით – აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.