LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას მომავალ ზაფხულსაც შეიძლება დასჭირდეს ახალი მძიმე შეიარაღება: ანალენა ბერბოკი

67
ანალენა ბერბოკი

„უკრაინას მომავალ ზაფხულსაც შეიძლება დასჭირდეს ახალი მძიმე შეიარაღება“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მისი განმარტებით უკრაინა გერმანიის თავისუფლებასაც იცავს, ამიტომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინისათვის ფინანსური და სამხედრო საშუალებებით დახმარებას.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინას მომავალ ზაფხულსაც შეიძლება დასჭირდეს ახალი მძიმე შეიარაღება მისი მეგობრებისგან.

ჩემთვის ნათელია: უკრაინა ჩვენს თავისუფლებასაც იცავს, იცავს ჩვენს მშვიდობიან დღის წესრიგს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო საშუალებებით იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. წერტილი“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.