LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით” – ევროკავშირმა უკრაინისათვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა

120
BeFunky-collage (16)

ევროკავშირმა უკრაინისათვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ევროკავშირი მტკიცეა უკრაინისადმი მხარდაჭერაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება. ჩვენ მათ მივაწვდით იარაღს. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ჯამში 2.5 მილიარდი ევრო გამოუყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები