LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას, ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, 2023 წელს ძლიერი ეკონომიკური აღდგენა ექნება – EBRD

170
Ukrainian-Flag

უკრაინას, ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, 2023 წელს ძლიერი აღდგენა ექნება, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აცხადებენ.

ომმა უკრაინაში EBRD, რომელიც ევროპის, აზიისა და აფრიკის ეკონომიკურ ტენდენციებს პროგნოზირებს, აიძულა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები წელს 1.7%-მდე შეემცირებინა, რაც ნოემბრის პროგნოზზე 250 საბაზისო პუნქტით ნაკლებია.

წელს რუსეთს იმაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ექნება, რაც 1998 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა

EBRD-ის მთავარი ეკონომისტის, ბეატა იავორჩიკის თქმით, უკრაინის ეკონომიკა წელს 20%-ით შემცირდება. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვეში მოხდება, ქვეყნის მშპ 2023 წელს, შესაძლოა, 23%-ით აღდგეს.

ბანკის უახლესი პროგნოზები „ოპტიმისტურ ვარაუდებს” ეყრდნობა, როგორიცაა: სურსათის ფასების შემსუბუქება და ნავთობის ფასების ბარელზე $90-მდე შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები