უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრები ყველა უცხოელისთვის სექტემბრის ბოლომდე დაიკეტება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა გააკეთა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილდებიან და აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ორი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ყოფნის უფლებას აძლევთ. ასევე მათ, ვინც უკრაინაში სწავლობს, გადიან სამხედრო სამსახურს, მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე, გააჩნიათ ცხოვრების შესაბამისი უფლება და ა.შ.
გადაწყვეტილება ძალაში 29 აგვისტოდან შევა და იმოქმედებს 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.