LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა

125
fot (2)

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა.

„აღდგომა. ამ დღესასწაულის კვინტესენცია არის იმედი. ეს არის სწორედ ის, რასაც გრძნობდნენ ტყვეების ახლობლები, რომლებიც ამდენ ხანს ელოდნენ მათ. ჩვენების სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა. „გმირები უნდა იყვნენ ცოცხლები“, ასე ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის ამოცანასაც ასრულებს ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი“, – წერს ერმაკი „ტელეგრამში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები