LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობაში მხილებულ საქართველოს ორ მოქალაქეზე ძებნა გამაოცხადა

483
კრიმინალები

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ირაკლი მალანიას მკვლელობაში მხილებულ საქართველოს ორ მოქალაქეზე უკრაინამ ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაციას ადგილობრივი მედია, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, გახმაურებული მკვლელობისთვის იძებნებიან 36 წლის ლაშა სიხარულიძე და 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძე. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ. საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი არუთინოვია.

მან კიევის სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება. არუთინოვი თბილისიდან კიევში ჩასული თავდამსხმელებისთვის რაიმე სახის დახმარებას უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია.

ირაკლი მალანია კიევის სასამართლოს შენობასთან 16 ნოემბერს ჩაცხრილეს. თავდამსხმელებმა მას ოთხი ტყვია ესროლეს. მალანია რამდენიმე დღე საავადმყოფოში კომაში იმყოფებოდა თუმცა საბოლოოდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები