უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა.
შოლცსა და სტეფანჩუკს შორის მოლაპარაკებები, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ამის შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბუნდესტაგში მივიდა, სადაც მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
„აპლოდისმენტები ნათლად აჩვენებს: გერმანიის ბუნდესტაგი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბაზმა.
ბერლინში ვიზიტს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინას, პირველ რიგში, გერმანიისგან მძიმე შეიარაღება და თანამედროვე ტექნიკა სჭირდება.
„ყინული დაიძრა. უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი. რა თქმა უნდა, უკრაინა გერმანიისგან მეტ შეიარაღებას ისურვებდა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მძიმე შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკა. რუსეთის წინააღმდეგ ძველი ტექნიკით ბრძოლა – ხანგრძლივი დრო სჭირდება და არაეფექტიანია. ჩვენ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც შეიძლება მალე გვინდა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების გარდა, მისი სწრაფი განხორციელება“, – აღნიშნავს სტეფანჩუკი.