LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ მედვედევზე ძებნა გამოაცხადა

71
დმიტრი მედვედევი

უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ეძებს.

ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით დაყრდნობით იუწყება და წერს, რომ უკრაინა მედვედევს სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით ეძებს, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას ნიშნავს.

აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე ითვალისწინებს.

მონაცემთა ბაზაში მითითებულია, რომ მედვედევი პირველ მარტს გაუჩინარდა.

მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ