LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ Georgian Airways, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

334
airzena

უკრაინის მთავრობამ თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, ავიაკომპანია Georgian Airways და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია, რომელიც  რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს, დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა „დროა“ აქვეყნებს.

Georgian Airways-ის ხელმძღვანელი ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილია. მისი ავიაკომპანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რუსეთსა და საქართველოს შორის ამ დროისათვის ორი ავიაკომპანია დაფრინავს – რუსული Azimuth Airlines და ქართული Georgian Airways. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა.

 

უკრაინის ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, აირზენა და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელ…

Posted by Droa • დროა on Thursday, 1 June 2023

 

რუსულმა Red wings-მა ქვეყნების ჩამონათვალიდან ოკუპირებული აფხაზეთი ამოიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები