LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% უკვე დაიბრუნა” – ბლინკენი

137
ბლინკენი

უკრაინამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების 50% უკვე დაიბრუნა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“უკვე დაიბრუნეს დაახლოებით 50% იმისა, რაც რუსეთმა თავდაპირველად წაართვა. ეს კონტრშეტევის ჯერ კიდევ შედარებით დაწყებითი დღეებია. საკმაოდ რთულია. ეს არ დასრულდება უახლოეს ერთ ან ორ კვირაში. ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ ვფიქრობთ რამდენიმე თვეზე”, – თქვა ბლინკენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები