LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა წითელ ჯვარს სთხოვს, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში

135
2DXNWSNZPVP7DPP4TVDIGTUN5M

უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) სთხოვა, არ გახსნას პუნქტი რუსეთში, დონის როსტოვში, რადგან ეს ლეგიტიმურს გახდის მოსკოვის “ჰუმანიტარულ დერეფნებს” და უკრაინელთა გატაცებას.

ICRC-ის ხელმძღვანელმა, პიტერ მაურერმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციამდე, პირველ რიგში უკრაინულ და რუსულ სამხედრო ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება იყო საჭირო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის რწმუნებულმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ  „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრეზიდენტ პეტერ მაურერს და უკრაინაში „წითელი ჯვრის“ მისიის ხელმძღვანელ ფლორანს ჟილეტს სთხოვა თანადგომა რუსი სამხედრო ტყვეების ადგილსამყოფლის დასადგენად და მათი უფლებების დაცვის, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.

გაერო-ს ცნობით, უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის სახალხო დამცველის ცნობით, მათ შორის არის 139 ბავშვი. გრძელდება მოქალაქეების ევაკუაცია, თუმცა, რუსი სამხედროები პროცესს აფერხებენ. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსეთმა ქვეყნიდან იძულებით 40 000 უკრაინელი გაიყვანა

რუსმა სამხედრომ 11 წლის გოგოს სახეში ესროლა – CNN

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები