უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „უკრაინა თავისი პოლიტიკით უახლოვდება იმ დროს, როდესაც უკრაინის დროშა იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის“.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, უკრაინის შიდა პოლიტიკა ევროინტეგრაციის პოლიტიკაა.
„უკრაინამ კოლოსალური გზა გაიარა – იქიდან, რომ ბევრს არც კი სჯეროდა ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების შესაძლებლობის სრულმასშტაბიანი ომის დროს, იქამდე, რომ რეკორდულ დროში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ვასრულებთ აუცილებელ პუნქტებს მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ისევ და ისევ იმის დასტურია, რომ უკრაინას შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება, როდესაც ის მუშაობს ერთიანად, თავდაჯერებულად, თავისი დამოუკიდებლობის და ყველა უკრაინელის ინტერესებით. ჩვენ, ყველა უკრაინაში უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა არის ევროინტეგრაციის პოლიტიკა, ეს გვაახლოებს იმ მომენტთან, როდესაც უკრაინის დროშა ბრიუსელში იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა სხვა დროშის ტოლფასი“, – განაცხადა ზელენსკიმ.