უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ დღეს მიიღო.
„რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს.
ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით.“ – განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.