ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. მათ შორის, აუცილებელია სასამართლო რეფორმის დაჩქარება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე 2022 წელს საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესები შემცირდება.
„როგორი იქნება მიმდინარე წელს ინვესტორების ინტერესი, ეს დამოკიდებულია იმაზე როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე, ზოგადად რეგიონის მიმართ დაბალი ინტერესი იქნება, შემცირდება ნდობაც. ამის საპირწონედ კი არაფერი არ გვაქვს. სხვა არანაირი ფაქტორი არ არსებებს რამაც შეიძლება გაანეიტრალოს არსებული რთული ვითარება.“-აღნიშნავს თამაზ დაუშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.
საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის მარშალის კუნძულები და სეიშელებიც არიან
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.