LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა მზად არ არის, მშვიდობისთვის უკრაინის რომელიმე ნაწილი დათმოს: ვოლოდიმირ ზელენსკი

913
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „უკრაინა მზად არ არის მშვიდობისთვის უკრაინის რომელიმე ნაწილი დათმოს“. როგორც ზელენსკიმ სკოტ პელისთან ინტერვიუსას გადაცემაში „60 Minutes“ აღნიშნა, „ის არასოდეს აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძული 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული“.

„არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის დათმობას. ჩვენ უკვე დავთმეთ საკმარისზე მეტი სიცოცხლე. უნდა ვიდგეთ მყარად მანამ, სანამ ეს შეგვიძლია. რუსეთის მხარის მოთხოვნა უკვე დიდი ხანია არის, რომ აღიარებული იქნას ყირიმის ტერიტორია, როგორც რუსეთის ნაწილი. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას არ ვაღიარებ. მათ ასევე სურთ სამხრეთ უკრაინის მითვისება. გვესმის, რომ ეს საკითხები დადგება მოლაპარაკებებზე, თუ ჩატარდება იგი. ჩვენ დასაწყისიდანვე უარი ვთქვით, უკრაინის ტერიტორიის დათმობაზე. ამისთვის, რომ მზად ვყოფილიყავით, ომიც არ მოხდებოდა”. – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, უკრაინა გაიმარჯვებს მაშინ, როდესაც ლტოლვილები საკუთარ სამშობლოსა და სახლებში შეძლებენ დაბრუნებას და უკრაინაში არ დარჩება რუსეთის არც ერთი ჯარისკაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები