LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ხერსონში შეტევაზე გადავიდა…6 თვის თავზე, უნიტაზის მათხოვარი ველურების ურდო გარბის ან სანგრებში იმალება წივილ-კივილით: ზურაბ ჯაფარიძე

78
ჯაფარიძე-ზურა-japaridze-jafaridze

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება. მისი განმარტებით, „უკრაინამ ხერსონში 4 დასახლება დაიბრუნა და უკრაინა შეტევაზე გადავიდა“.

როგორც ჯაფარიძე წერს, „ის, რაც ახლა ხერსონში ხდება ახალი სამყაროს დასაწყისია“.

„იმდენად დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში რომ უკრაინელების საომარი წარმატებები გაგვიტრუხდასავით
CNN ადასტურებს რომ უკრაინამ ხერსონში 4 დასახლება დაიბრუნა

ამას რომც არ ადასტურებდნენ, ეჭვგარეშეა რომ უკრაინა შეტევაზე გადავიდა

რუსების შეჭრიდან 6 თვის თავზე, იქით უტევს

უნიტაზის მათხოვარი ველურების ურდო გარბის ან სანგრებში იმალება წივილ-კივილით

ის რაც ახლა ხერსონში ხდება არის ახალი სამყაროს დასაწყისი

სამყაროსი სადაც დედამო**ნული რუსეთი ან საერთოდ აღარ არსებობს ან დიდი არაფრის ტ**კი აქვს კაი ხნით

აღარ არსებობს, მორჩა, განადგურდა, მოე**ნა პუტინი

რა მაგარია“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებულ ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. განადგურებულია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა.

უკრაინელებმა ხერსონის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, ოკუპანტები ბრძოლის ველიდან გარბიან – უკრაინული მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები