LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა დამატებით გადასახადს დაუწესებს იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთთან მუშაობას აგრძელებენ

164
რადა

უმაღლესი რადა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც დამატებით გადასახადს დაუწესებს იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთთან მუშაობას აგრძელებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. ის წერს, რომ “ბიზნესის რეპარაციების შესახებ” პოლონური იდეა უკრაინაშიც უნდა მუშაობდეს.

„ვმუშაობთ კანონზე, რომლის მიხედვითაც უკრაინაში დამატებითი გადასახადი დაეკისრებათ კომპანიებს, რომლებიც რუსეთთან მუშაობას განაგრძობენ. “ბიზნესის რეპარაციების შესახებ” პოლონური იდეა ჩვენთანაც უნდა მუშაობდეს. თუ აგრესორის სამხედრო სფეროს სპონსორობის ფული და სურვილი აქვთ, მაშინ თანხა უნდა მოიძებნოს იმისათვის, რომ აღდგეს ყველაფერი, რაც მან სხვა ქვეყანაში გაანადგურა”,- წერს რადას დეპუტატი ფეისბუქის პირად გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები