უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო აქტივისტები, საჯარო პირები, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქტივისტებმა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები გააჟღერეს და ორივე ქვეყნის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საელჩოს წარმომადგენელმა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.