LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკონტროლო ვითარება ყაზახეთში: სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა

117
1

ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა – გასულ ღამეს შეტაკებების დროს ათობით დემონსტრანტი მოკლეს.

მსხვერპლის შესახებ საერთაშორისო მედია ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით წერს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ალმათში, წესრიგის აღდგენის ოპერაციის დროს, მათ მოკლეს ათობით ანტისამთავრობო პირი.

“დემონსტრანტებზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც მომიტინგეებმა პოლიციის განყოფილებების დარბევა და მათზე კონტროლის დამყარება სცადეს”, – განაცხადა პოლიციის სპიკერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მასობრივი არეულობების დროს და ეროვნული გვარდიისა და პოლიციის 8 თანამშრომელი დაიღუპა.

პარალელურად, რუსეთი ყაზახეთში სამშვიდობო ძალების შეყვანას იწყებს.

რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილი ყაზახეთის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით გადაჰყავთ.

გასული ღამის განმავლობაში ალმათში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. პრეზიდენტმა თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა, ამის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოვიდა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები უკიდურეს დაძაბულობასა და სამართალდამცავებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

ქვეყნის მთავრობა გადადგა. ყაზახეთის მთავარ ქალაქებში ალმათსა და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოგვიანებით კი ეს რეჟიმი მთელს ქვეყანაში ამოქმედდა.

როგორ განვითარდა მოვლენები ყაზახეთში, წაიკითხეთ ვრცლად:

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის – მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა

ყაზახეთი ღირებული პარტნიორია – ვგმობთ ძალადობის ფაქტებს: აშშ-ს განცხადება

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას: გაერო

ფაშინიანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გააგზავნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები