LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა

22

ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის განმავლობაში ე.წ. უკონტაქტო პატრულის მიერ 6126 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ქვითრების ჯამურმა ღირებულებამ კი 179 100 ლარი შეადგინა. ასეთია შსს მონაცემები. უწყების ცნობით, ყველაზე ბევრი, 2 545 ჯარიმა, რაც 10 ლარის გადახდას ითვალისწინებს,  ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის გამო გამოიწერა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

ე.წ. უკონტაქტო პატრული მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდა და  გულისხმობს ვიდეოჯარიმების გამოწერას  ამომცნობი ნიშნების არმქონე სატრანსპორტო საშუალებით. ამ სახით ჯარიმების გამოწერა ქულების ჩამოკლებას არ იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები