LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა: კელი დეგნანი

60
1583415792-1583345265-კელი-დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „უკიდურესად შეშფოთებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენით“ და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება არ ყოფილა.

მისივე თქმით, „განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია და საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლეების რაოდენობა იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდნენ“.

კელი დეგნანის შეფასებით, ახლა გამოჩნდება, პარლამენტი, მმართველი ძალა და ოპოზიცია რეალურად ერთგულნი არიან თუ არა იმ ვალდებულებების შესრულების, რომელზეც ისინი 19 აპრილს შეთანხმდნენ.

„უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. მაშინ, როდესაც სასამართლო არის ხელისუფლების ცალკე შტო, რთული გასაგებია, რატომ შეიძლება არ სურდეთ მათ ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის და საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ პუნქტებზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით. თუმცა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იქამდე, სანამ ამ საკითხზე დისკუსია შედგება, იქამდე, სანამ რეფორმების პაკეტი არ შემუშავდება, პარლამენტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, ეს ძირს გამოუთხრის 19 აპრილის შეთანხმების როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით ნაწილს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ მოხდეს საქართველოს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესება“, – აცხადებს კელი დეგნანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები