LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება პლებისციტზე ვიფიქროთ: ნინო ბურჯანაძე

136
nino-burjanadze-1321

“არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პლებისციტი არ არის გამოსავალი. მე ვეკუთვნი პირველ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ამაზე ვიფიქროთ,” – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ამოსავალი წერილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა, თუმცა თუ სიტუაცია გართულდება შესაძლოა პლებისციტის საკითხი განხილული იყოს.

“ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვმსჯელობდით. ამ იდეას აქვს არსებობის უფლება, ამ იდეასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი თავის დროზეც გამოვთქვი. მთავარი მიზანი ნამდვილად არის და დარჩება ვადამდელი არჩევნები, თუმცა ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მე ვიხრები იმისკენ, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ეს სააკაშვილის პოზიციამდე რამდენიმე თვით ადრე ვთქვი. პრინციპში, ყველას იგივე პოზიცია აქვს, რომ მთავარი ამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ ძალიან გართულდა პროცესი, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება ვიფიქროთ პლებისციტთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პლებისციტი არ არის გამოსავალი. მე ვეკუთვნი პირველ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ამაზე ვიფიქროთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ოპოზიციურ პარტიებს ​მოუწოდებს, რომ პლებისციტს არ დათანხმდნენ, სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს: ელენე ხოშტარია

არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, მიუღებელია – უგულავა