მომღერალ გიორგი ჩიტაურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი საზოგადოებამ პროექტ “ნიჭიერიდან” გაიცნო, სადაც მაყურებლის დიდი მოწონებით სარგებლობდა.
გიორგის მეგობარი ირაკლი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
“არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მომღერალს – გიორგი ჩიტაურს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. არის უკიდურეს მდგომარეობაში. 6 თვეზე მეტია გადის მკურნალობის კურსს. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველა ერთად დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია.”
გიორგი მთის სიმღერების პოპულარული შემსრულებელია.
მან რამდენიმე დღის წინ პოსტი გამოქვეყნა საკუთარ “ფეისბუზე”, სადაც წერს რომ უკვე ერთი თვეა საავადმყოფოშია.
მიმღები: პავლე ჩიტარური პ/ნ 16001030946
ანგარიში: თიბისი GE52TB7744745061100057
საქართველოს ბანკი GE41BG0000000131366881