LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხერხულობას ვგრძნობდი მაშინ, როდესაც პარტია არაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად: დავით კირკიტაძე

163
befunky-collage-2022-12-23t003640.492-2022-12-23_00-36-47_960543

„ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, ვინ რას აკეთებდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე არ მიეყვანა ხელისუფლებას“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით კირკიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომლის ირგვლივ ყველანი უნდა ვერთიანდებოდეთ: ბაჩო დოლიძე

მისი თქმით, უხერხულობას გრძნობდა, როდესაც პარტია არაფერს აკეთებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

„უხერხულობას მიქმნიდა, როდესაც პარტია არაფერს არ აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ამ საკითხის წინ წამოსაწევად. დღეს, ფაქტია ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი აქტუალურია.

ეს არ არის მხოლოდ პარტიული საკითხი. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოვიდა აქციაზე და სოლიდარობას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ყველამ კარგად იცის და ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, ვინ რას აკეთებდა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე არ მიეყვანა ხელისუფლებას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ანზორ მელია: ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, სად არის? მოვიდეს და პირდაპირ ვეტყვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები