LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხანში გაიხსნა ბაზრობა, სადაც ღამურებს, ვირთხებსა და კატებს ძველებურად ყიდიან

2766
bazari

მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება, ჩინეთში აცხადებენ, რომ დაავადება დაამარცხეს და ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. კარანტინი გაუქმდა ჰუბეის პროვინციაში, სადაც პირველად იფეთქა ეპიდემიამ.

ჰუბეის პროვინციაში მუშაობა განაახლა ბევრმა საწარმომ, საავტომობილო ქარხნებმა, თუმცა ჩინეთი ამჯერადაც უხანის ცოცხალი ბაზრობით იპყრობს მსოფლიო მედიის ყურადღებას. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბაზრობა ძველებურად მუშაობს. ყიდიან კატების, ვირთხების, ღამურების, ძაღლების ხორცს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა შინაური თუ გარეული ცხოველის ხორცი.

არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ღამურიდან პანგოლინს, უკბილო მწერიჭამია ძუძუმწოვარს გადაედო და მერე გავრცელდა ადამიანებში.

რომელი ცხოველისგან გავრცელდა ...

თუმცა ქვეყნის ბევრმა ცოცხალმა ბაზრობამ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ ასეთ ბაზრობებზე იკრძალება ფოტოების გადაღება, რაც ადრე არ ყოფილა აკრძალული.

ჰონკ-კონგის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2017 წლს ჩატარებულ კვლევაში დეტალურად იყო აღწერილი თუ რამდენად ზრდის მსგავსი დაწესებულებები ეპიდემიის რისკებს.

ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი ვირუსი, რომლის წარმომავლობასაც ამ ბაზრობას უკავშირებენ. 

2003 წელს, როდესაც მსოფლიოს გარკვეული ნაწილი SARS-ის ვირუსმა მოიცვა, მაშინაც  ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ინფექციის გავრცელების წყარო სწორედ მსგავსი ადგილები იყო.

მსოფლიოში კორონავირუსზე გაცილებით საშიში ვირუსები არსებობს

ჩინეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 81 518 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები