LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთესი, ვიდრე „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი – HBO-ს 8 სერიალი

497
tv-shows-233455

„სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონთან დაკავშირებით კრიტიკოსების და ფანების აზრი ორად გაიყო. ნაწილს მიაჩნია, რომ ყველაზე მასშტაბური სერიალის ფინალი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ არსებულსაც არა უშავდა. მეორე ნაწილი კი „სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონს კატასტროფულად ცუდად აფასებს. Rotten Tomatoes-ზე სერიალის მერვე სეზონი კრიტიკოსებმა 58%-ით, ხოლო აუდიტორიამ 32%-ით შეაფასა. მიუხედავად ამისა, საკულტო სერიალის რეიტინგის დაცემამ ცუდად ვერ იმოქმედა HBO-ზე, არხზე, რომელზეც კიდევ არაერთი საინტერესო და წარმატებული სერიალი გადის. The Business Insider გვთავაზობს HBO-ს იმ შოუების სიას, რომლების ახალი სეზონებიც ასევე 2019 წელს გამოვიდა. ექსპერტების და ფანების აზრით, ყველა ამ შოუს 2019 წელს გამოსული სეზონი უკეთესია, ვიდრე „სამეფო კარის თამაშების“ ფინალი.

8. “His Dark Materials” / „მისი ბნელი საწყისები“

სეზონი 1, Rotten Tomatoes რეიტინგი – 80%

HBO/BBC One

ფილიპ პულმანის აღიარებულ ტრილოგიაზე დაფუძნებული სერიალი ახალგაზრდა გოგონას, ლირას ამბავს მოგვითრობს, რომელიც სხვა სამყაროში ცხოვრობს. ლირა გაუჩინარებული მეგობრის ძებნისას ფარდას ახდის საიდუმლო ორგანიზაციის მზაკვრულ გეგმებს და ზებუნებრივ არსებებთან ერთად დაუჯერებელი თავგადასავლებიც გადახდება თავს.
კრიტიკოსების მოსაზრება: “ეს შოუ საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ეპიკური ფენტეზის ეკრანიზაციის საუკეთესო გზა მისი სერიალად გადაღებაა.“

7. “The Righteous Gemstones” / „ძვირფასი ქვები“

სეზონი 1, Rotten Tomatoes რეიტინგი – 81%

კომედიური სერიალი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმულ ტელევანგელისტთა ოჯახზე, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანასა და სიხარბესთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობითაც არის ცნობილი. სერიალში მთავარ როლებს ჯონ გუდმენი, დენი მაკბრაიდი, ედი პატერსონი და ადამ დევაინი ასრულებენ.
კრიტიკოსების მოსაზრება: ” “ძვირფასი ქვების“ყურებისას თავს ხანდახან უხერხულად და არაკომფორტულად იგრძნობთ ზუსტად იმიტომ, რომ ეს სერიალი მკაფიოდ ასახავს სამწუხარო, სიურრეალისტურ და ხშირად სასაცილო სიმართლეს ამერიკული ოცნების შესახებ : მის მისაღწევად მეოცნებენი ბრმად გარბიან წინ და ყველაფერზე მიდიან.“

6.”Euphoria” / „იეფორია“

სეზონი 1, Rotten Tomatoes რეიტინგი – 83%

სერიალი მოგვითხრობს მაღალკლასელების ერთი ჯგუფის სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიებზე, რომლებიც ნარკოტიკებით, სექსით, ფსიქოლოგიური ტრამვებითა და სოციალური მედიითაა გაჯერებული.სერიალში მთავარ როლებს ზენდაია, ჰანტერ შეფერი და სიდნი სვინი ასრულებენ.
კრიტიკოსების მოსაზრება: “ზენდაიას პერფორმანსი ნამდვილად დამაჯერებელია. რუს როლით მან გადააჭარბა ყველა მოლოდინს, რაც კი მის მიმართ ოდესმე ყოფილა.“

5.”Silicon Valley”/ „სილიკონის ხეობა“

სეზონი 6, Rotten Tomatoes რეიტინგი – 92%

სერიალი მოგვითხრობს ინჟინერის და პროგრამისტის, რიჩარდ ჰენდრიქსის შესახებ, რომელიც თავისი საკუთარი კომპანიის გახსნას ცდილობს.ჰენდრიქსის დაწერილი ალგორითმი სილიკონის ხეობაში ნამდვილი ტექნოლოგიური ომის მიზეზი ხდება. სერიალში მთავარ როლებს ტომას მიდლდიტჩი, ჯოშ ბრენერი და თი ჯეი მილერი ასრულებენ.
კრიტიკოსების მოსაზრება: ” სილიკონის ხეობა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მიზეზი, რის გამოც ეკრანს უნდა მიუჯდეთ. ყველა სერიის წინ ზუსტად იცით, რომ გარანტირებული გაქვთ სიცილის და სიამოვნების საათი.“

4. “Chernobyl” / „ჩერნობილი“

მინისერიალი. Rotten Tomatoes რეიტინგი – 95%

სერიალი მოგვითხრობს 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე, რომელიც დღემდე ითვლება ისტორიაში ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს (თუ უდიდეს არა) კატასტროფად და იმ მსხვერპლზე, რომლის გაღებაც მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის გახდა საჭირო. სერიალში მთავარ როლებს ჯარედ ჰარისი და სტელან სკარსგარდი ასრულებენ.
კრიტიკოსების მოსაზრება: „ეს არ არის მხოლოდ ხუთნაწილიანი ფილმი ბირთვულ კატასტროფაზე. მასში კარგად არის ნაჩვენები საბჭოთა რეალობა, ნაჩვენებია რა მოხდა და როგორ ცდილობდნენ მომხდარის დამალვას.“

3. “Succession” / “მემკვიდრეობა“

სეზონი 2, Rotten Tomatoes რეიტინგი – 96%

სერიალის მთავარ გმირებს როის ოჯახიდან, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ მედია და გასართობ კონგლომერატს აკონტროლებენ მსოფლიოში, წარმოდგენაც არ აქვთ რა ელით მას შემდეგ , რაც მათი ასაკში შესული მამა კომპანიაში პოზიციების დათმობას გადაწყვეტს.
კრიტიკოსების მოსაზრება: “სერიალი საშინლად მდიდარ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ამაღელვებლებიც და იმავდროულად სასტიკებიც.“

2. “Watchmen” / „დარაჯები“

სეზონი 1, Rotten Tomatoes რეიტინგი – 97%

სერიალის მოქმედება ალერნატიულ სამყაროში ხდება, სადაც შენიღბულ სუპერგმირებს ისე ექცევიან, როგორც დამნაშავეებს. „დარაჯები“ ამავე სახელწოდების ცნობილ გრაფიკულ ნოველას ეფუძნება, როლებში კი რეგინა კინგს, ჯერემი აირონსს და ფრენსის ფიშერს იხილავთ.
კრიტიკოსების მოსაზრება: „სერიალი, რომელიც ყველა მომდევნო ეპიზოდთან ერთად სულ უფრო უკეთესი ხდება და თქვენ არ გსურთ, რომ ეპიზოდი დასრულდეს.“

1.”Los Espookys”

სეზონი 1, Rotten Tomatoes რეიტინგი – 100%

სერიალი მოგვითხრობს მეგობრების ჯგუფზე ლათინური ამერიკის ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთ სიყვარულს საშინელებათა ფილმებისადმი უცნაურ ბიზნესად აქცევენ და ცდილობენ,არ მოაკლონ ეს ისტორიები მათ, ვისაც მათში მოხვედრის სურვილი აქვს. ლათინურ ამერიკაში ხომ უცნაური საშიშროებები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
კრიტიკოსების მოსაზრება: „მიუხედავად იმისა, რომ სერიალი გარკვეულწილად ვეს ანდერსონის ფილმების და სერიალ „მანიაკის“ გავლენას განიცდის, მასში არის თავისუფლების და ჯანსაღი იუმორის დიდი დოზა.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები