LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკავშირდება თუ არა გადადგომა NCDC-ში აუდიტის სამსახურის შესვლა – გამყრელიძე პირველ კომენტარს აკეთებს

212
ამირ5ან

ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს .

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ინფორმაციას ადასტურებს, რომ თანამდებობიდან მიდის და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მან და ჯანდაცვის მინისტრმა ერთობლივად მიიღეს.

თენგიზ ცერცვაძე: “ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა”

„რუსთავი 2“-ის კითხვას, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ არის.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება სამინისტროში შეხვედრა, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა.

აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: “რამდენ მძიმე სიტუაციაში მინახავს მშვიდი, რაჭულად აუღელვებელი…მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ “ზაპოროჟეცით” მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს “ღირსების შელახვად”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები