LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანასკნელი Lotus Elise წილად ხვდა გოგონას, რომელმაც სპორტქარს სახელი აჩუქა

45
lotus-303

კუპე Lotus Elise კონვეიერზე მთელი 25 წელი დარჩა – სპორტქარის წარმოება 1996 წელს დაიწყო და 2021 წელს ოფიციალურად დასრულდა. ამ მოდელთან ერთად აღარ გამოუშვებენ ასევე Lotus Exige-ს და Lotus Evora-ს, ბრიტანული ბრენდი მათ ახალი საოჯახო ავტომობილებით ჩაანაცვლებს.

26 წლის განმავლობაში ბრიტანული ქარხნის კონვეიერიდან Elise-ის, Exige-ის და Evora-ს 51 738 ეგზემპლარი ჩამოვიდა, რაც ბრენდის 73 წლიანი წარმოების ისტორიის თითქმის ნახევარს შეადგენს.

Lotus-ის მნიშვნელოვანი ქვეთავის დასრულება კომპანიამ სიმბოლურად გადაწყვიტა. Elise-ის ბოლო ეგზემპლარი Elise sport 240 ამავე სახელის მქონე ელიზა არტიოლის გადასცეს.

დიდებული სამეულის ისტორიის დასრულების შემდეგ lotus-ის ქარხანას მასშტაბური რეკონსტრუქცია და განახლება ელოდება. დაწესებულება ბრენდის ბენზინზე მომუშავე უკანასკნელ მოდელს ააგებს, სახელად Emira-ს. იქვე ააწყობენ ელექტრონულ ჰიპერქარს Evija-საც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები