ბრიტანულმა აუქციონმა Tom Hartley Junior ჰიპერქარი Bugatti-ს ექსტრემალური მოდიფიკაცია Super Sport, ნომრით 48 გაყიდა.
ყველაზე მძლავრი ვერსიის ტირაჟი მხოლოდ 48 ეგზემპლარისგან შედგებოდა. ბოლო მოდელის ღირებულება ამ დრომდე საიდუმლოა და მისი ფასი პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდა. ლოტის ძარა შავ ფერში შეღებეს, ინტერიერი კი წითელი ტყავით გაფორმდა.
უკანასკნელი Bugatti Veyron Super Sport–ის გარბენი მხოლოდ 2016 კილომეტრი იყო, თანაც ტექნიკური შემოწმება მან არც ისე დიდი ხნის წინ, 24 თებერვალს გაიარა.
ავტომობილი 8,0 ლიტრის მოცულობის W16 ძრავით და 4 ტურბინითაა აღჭურვილი, აგრეგატს 1200 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. 2010 წელს მოდიფიკაცია Super Sport–მა მაქსიმალური სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა – საათში 431 კილომეტრი დაფარა.