ავტომობილში მყოფი ბავშვი მავნე გამონაბოლქვისგან დაცული არ არის. ბრიტანელმა მეცნიერმა დევიდ კინგმა ჩაატარა სამეცნიერო კვლევა და დაადგინა, რომ ავტომობილის სალონში მყოფი პატარა ძალიან დიდ საფრთხეშია. აღმოჩნდა, რომ ბავშვი რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილში ზის, ფაქტობრივად „ტოქსინებით სავსე ყუთშია“ მოთავსებული. კინგი დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა ელექტროქარებისა თუ ჰიბრიდებისთვის ერთნაირად აქტუალურია. სწორედ ამიტომ, მშობლებმა შვილებს ველოსიპედით გადაადგილება უნდა ასწავლონ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2001 წელს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები ვინც ავტომობილს მართავენ, ფეხით მოსიარულეებზე უფრო მეტად ზარალდებიან. საქმე ისაა, რომ ამ დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში 12-ჯერ უფრო მეტი ტოქსინია ვიდრე მის გარეთ, ამიტომ ხელისუფლებამ ეკოლოგიურ ნორმებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.