LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჯარმის ციხის მიმდებარედ, ტურისტულად აქტიურ ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა

70
სდგ

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, კახეთში, უჯარმის ციხის მიმდებარედ, ტურისტულად აქტიურ ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და მოხალისეებმა მიიღეს. სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, ტყეში გადაადგილებისას, გაუფრთხილდნენ გარემოს, ნუ დააბინძურებენ ნარჩენებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიცვან უსაფრთხოების წესები.

სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები