უიტნი ჰიუსტონისა და მისი შვილის, ბობი კრისტინა ბრაუნის სხეულებს ექსჰუმაცია უნდა ჩაუტარონ, რათა გამოძიებამ დაადგინოს, არიან თუ არა ისინი მოკლული, ინფორმაციას Radar Online ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომღერლის ოჯახის წევრები დედა-შვილის გარდაცვალებას შორის ძალიან დიდ მსგავსებაზე ფიქრობენ და არ გამორიცხავენ, ერთი და იმავე მკვლელის ხელწერა იყოს. ამასთან, ყველასთვის არის უკვე ცნობილი, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ბობი კრისტინას ქმარი, ნიკ გორდონია.
უიტნიც და ბობი კრისტინაც კომატოზურ მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს, ორივე მათგანს წამალი ჰქონდა მიღებული.