უიტნი ჰიუსტონისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ლეგენდარული მომღერლის ყოფილი ქმრის და ამზადებს წიგნს გამოსაცემად, სადაც, მისი თქმით, საუბარია ისეთ დეტალებზე, რაც უიტნისა და მისი ქალიშვილის მკვლელობას ადასტურებს.
„ყველა, ბოლოსდაბოლოს, სიმართლეს გაიგებს. ძალიან მინდა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და დამნაშავეები დაისაჯონ!“- დაწერა ლეონა ბრაუნმა საკუთარ მიკრობლოგში.
მისი თქმით, ორივე გარდაცვალება – 2012 წელს უიტნი ჰიუსტონის და 2015-ში ბობი კრისტინასი კარგად დაგეგმილი მკვლელობები იყო.
ჯერ-ჯერობით უცნობია ოფიციალური თარიღი, როდესაც მკითხველი ლეონა ბრაუნის წიგნს იხილავს.
ჰიუსტონი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს, სამი წლის შემდეგ კი ამავე მდგომარეობაში მისი უგონოდ მყოფი ქალიშვილი აღმოაჩინეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.