LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონი ბისექსუალი იყო?

343

ხმები ჰიუსტონისა და მისი ასისტენტის, რობინ კროუფორდის რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს გაისმა. ამჯერად კი, ვარსკვლავის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „Whitney: Can I Be Me“ პრემიერას ჭორები თავიდან მოჰყვა. პროექტში ნათქვამია, რომ უიტნი არა ლესბოსელი, არამედ ბისექსუალი იყო.

„რობინთან მან ის სიმშვიდე იპოვა, რასაც ვერცერთ მამაკაცთან ვერ მიაგნო“, – განაცხადა დოკუმენტურ ფილმში სტილისტმა ელინ ლავარმა.

ცნობილია, რომ ფილმი არ მოეწონა უიტნის ყოფილ მეუღლეს, ბობი ბრაუნს, თუმცა ჰიუსტონთან დაახლოებული ინსაიდერები აცხადებენ, რომ ბობის უკმაყოფილება გასაგებია, რადგან მასაც კი არ შეეძლო უიტნისა და რობინის მეგობრობაზე გავლენის მოხდენა.

„ბობი და რობინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ორივე უიტნის ყურადღებისა და სიყვარულისთვის იბრძოდა და გამარჯვებული, როგორც წესი, ეს უკანასკნელი იყო. მისი წასვლა საბედისწერო აღმოჩნდა უიტნისთვის, რადგან მხოლოდ კროუფორდს შეეძლო მისი გადარჩენა“ – აცხადებს მომღერლის პირადი მცველი, დევიდ რობერტსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები