LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უილ სმიტის სილის გაწვნის შემდეგ, ყველაზე უხერხული მომენტი ოსკარზე“ – ინტერნეტსივრცეში ჰიუ გრანტს აკრიტიკებენ

880
page

2023 წლის წლის „ოსკარების“ დაჯილდოებამ წინა წელთან შედარებით, მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა ვინც ეძებს, ის პოულობს. ამჯერად ინტერნეტსივრცეში ჰიუ გრანტს აკრიტიკებენ.

საქმე ისაა, რომ 62 წლის ჰიუ გრანტთან ეშლი გრემი მივიდა, რათა მისგან ინტერვიუ აეღო. რამდენიმე წუთის განმავლობაში „ცისფერთვალა მიკის“ ვარსკვლავი უკმეხად პასუხობდა ეშლის.

ეშლიმ ჰკითხა, თუ რა გრძნობა დაეუფლა, როდესაც „ოსკარზე“ წარდგენილ ფილმში, „ამოიღე დანები 2“ მიიღო მონაწილეობა, რაზეც ჰიუმ უპასუხა, რომ ფილმში სულ რაღაც რამდენიმე წამი გამოჩნდა. ხოლო შეკითხვაზე, თუ რა ეცვა მსახიობს, გრანტმა უპასუხა: „ჩემი პიჯაკი“.

„უილ სმიტის სილის გაწვნის შემდეგ, ყველაზე უხერხული მომენტი ოსკარზე“, „აშკარად არ სიამოვნებს საუბარი“, „ცუდ ხასიათზეა“, „დიზაინერის სახელი დაავიწყდა“, – წერენ კომენტარებში.

11 ნომინაცია, 7 ,,ოსკარი” – ნახეთ „ოსკარი“ 2023-ის გამარჯვებულების სრული სია

ჰიუ გრანტისა და ენდი მაკდაუელის ემოციური შეხვედრა „ოსკარზე” 30 წლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები