ლეგენდარული ამერიკული კომედია „ცუდი ბიჭები“ ეკრანებზე ბრუნდება. საკულტო ფილმის მესამე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო და პაპარაცებმა პირველი კადრების გადაღება უკვე მოახერხეს. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდნენ 53 წლის უილ სმიტი და 50 წლის მარტინ ლოურენსი, რომლებიც ფილმის ერთ-ერთ მძაფრსიუჟეტიან სცენას იღებდნენ.
ფილმის რეჟისორი ადი ელ ალბია და მესამე ნაწილში, სავარაუდოდ, არ დაბრუნდება თეა ლეონი.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ნაწილი 1995 წელს, ხოლო მეორე, 2003 წელს გამოვიდა.