უილ და ჯეიდა პინკეტ სმიტების ვაჟი, ჯეიდენი იუბილარია. 8 ივლისს, ამერიკელ რეპერს 21 წელი შეუსრულდა.
პირველებმა ახალგაზრდა ვარსკვლავს დაბადების დღე მშობლებმა მიულოცეს. მათ ,,ინსტაგრამზე” ემოციური ვიდეოები ატვირთეს.
დედის გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის დაბადებიდან დღემდე განვლილი გზის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტებია ნაჩვენები, ხოლო მამის – კადრი 2006 წლის კინოფილმიდან ,,ბედნიერების კვალდაკვალ”.
View this post on Instagram
WOW! This dude is 21. Madness?!
A post shared by Will Smith (@willsmith) on
შეგახსენებთ, რომ ჯეიდენი სმიტების პირველი საერთო შვილია. მათ ასევე გოგონა, 18 წლის უილოუ ჰყავთ, რომელიც მამისა და ძმის მსგავსად, მუსიკალურ კარიერას ეწევა. ამასთან, უილს შერი ზამპინოსთან ქორწინებიდან, 26 წლის ტრეი ჰყავს.