LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი” – სააკაშვილი

235

მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე” გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ჰეროკრატიას” რეიტინგი აღარ აქვს და ბიძინა ივანიშვილმა ახალი კომპრომატები უნდა გამოაჩინოს.

“უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა “გააძროს” “ოცნების” დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.

ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო,”- წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები