საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის გადადება საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. მისი თქმით, გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის გაცნობა ვერ მოასწრო :
“მე შემეძლო ხელი მომეწერა გადაწყვეტილებაზე ის რომ წაკითხული მქონოდა, მაგრამ გადაწყვეტილება წაკითხული არ მქონდა, რადგან მეც და სხვა მოსამართლეებმაც სარეზოლუციო ნაწილი მივიღეთ ელექტრონული ფოსტით გუშინ, დღის განმავლობაში. გუშინ მაღალი წნევა მქონდა, კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ, ისე როგორ შეიძლებოდა? სხვათა შორის ექიმმაც მითხრა, რომ დღეს შენ სამუშაო მდგომარეობაში არ ხარო. საავადმყოფოშიც რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება, 50 გვერდს პალატაში ვერ წავიკითხავდი. ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით. ერთი საათით ადრე მირეკავენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოო. ეს არის უპირველეს ყოვლისა მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობა”, – -ამბობს ტურავა.