LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავამ ფოთში კოალიციური გუნდი წარადგინა და მემორანდუმს ხელი მოაწერა

46
გიგი უგულავა

ფოთში, ქალაქის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ადგილობრივი კოალიციური მთავრობა წარადგინა.

მთავრობის წევრებმა დღეს საერთო კოალიციურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, გიგი უგულავამ კი აღნიშნა, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა ფოთმა განვითარება დაიწყოს:

“ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, რომ ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება, მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, გაიზარდოს. ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც მათ ეკუთვნით და ამას ცვლილებები სჭირდება.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა.” – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმითვე, მათი კარი კოლაიციურ ერთობაში ყველასთვის ღიაა:

“შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კარი კოალიციურ ერთობაში ღიაა გახარიას პარტიისთვისაც, მისი კანდიდატის და მათი წევრებისთვისაც. თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართო უნდა იყოს. ჩვენ ვცემთ პატივს მათს აზრს, თუმცა მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობით, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოვუტანთ ფოთს.” – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები