LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგონო მდგომარეობაში მყოფ ლევან გიორგაძეს, რომელსაც უმეტესობა Free Walking  ტურებიდან იცნობთ, ჩვენი დახმარება სჭირდება

118
ლევან გიორგადზე

ფეისბუქმომხმარებელი აკაკი ახალაია საზოგადოებას ლევან გიორგაძის დახმარებისკენ მოუწოდებს.

ლევან გიორგაძე, რომელსაც ენცეფალოპათია აქვს, ახლა უგონო  მდგომარეობაში იმყოფება.

„მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება, ჩვენ მეგობარს ლევან გიორგაძეს, რომელსაც უმეტესობა იცნობთ Free Walking  ტურებიდან და ჯაზფესტივალიდან დახმარება სჭირდება და ეგებ სწორი ექიმის მოძებნით დაგვეხმაროთ.

როგორც ამბობენ მას აქვს ენცეფალოპათია და ახლა უგონო მდგომარეობაშია – აღნიშნული შეიძლება ინფექციით იყოს გამოწვეული ან ნევროლოგიური პრობლემით. ოჯახს და მეგობრებს აქვთ განცდა/ინფორმაცია, რომ სწორ დიაგნოზს ვერ სვამენ და მკურნალობენ სიმპტომურად.

პირველ ეტაპზე ყველაზე სასურველია ნევროლოგის ვიზიტი მის ამჟამინდელ კლინიკაში, ასეთი კი არის როგორც ამბობენ სანდრო ცისკარიძე. (თუმცა ის სხვაგან მუშაობს) თუ ვინმე იცნობთ ამ ან სხვა ძლიერ ნევროლოგს ეგებ დაგვეხმაროთ რეკომენდაციაში რომ მივიდეს და გასინჯოს პაციენტი. დეტალებზე მიწერეთ ზურა ბალანჩივაძეს წინასწარ დიდი მადლობა…“ – წერს აკაკი ახალაია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები