პოლიტიკური ვნებების გამო გადატანილი ელ კლასიკო შედგა. ვერ მოიგო ვერც „ბარსამ“ და ვერც „რეალმა“, მაგრამ არცერთს არ წაუგია და გუნდები მშვიდობით დაშორდნენ. კატალონიელმა გულშემატკივრებმა კი კლასიკო გარკვეული დოზით მაინც გამოიყენეს პოლიტიკური შეხედულებების დასაფიქსირებლად.
„ბარსელონამ“ და „რეალმა“ ბოლო 17 წელიწადში პირველად ითამაშეს 0:0.
„რეალმა“ ბოლო 18 მატჩში პირველად არ გაუშვა გოლი „კამპ ნოუზე“ და ისტორიაში ყველაზე ცუდი სერია შეწყვიტა.
„ბარსელონამ“ 12 წლის განმავლობაში პირველად ვერ გაუტანა „რეალს“.
„ბარსელონა“ ლა ლიგის ყველაზე ცუდი ლიდერია ბოლო 18 წლის განმავლობაში 17 ტურის შემდეგ მოგროვებული ქულების მიხედვით.
„რეალი“ არ აგებს „ბარსასთან“ ზედიზედ 5 მატჩია.
სერხიო რამოსმა რეკორდული 43-ე კლასიკო ითამაშა, მესიმ – 42-ე.
ზიდანი პირველი მწვრთნელია „რეალის“ ისტორიაში, რომელმაც „კამპ ნოუზე“ ზედიზედ 5 მატჩში არ წააგო.
ზიდანი: „კარგი თამაში იყო. „რეალი“ კმაყოფილი უნდა იყოს“.
ვალვერდე: „არ მახსენდება „რეალს“ უფრო ნაღდი მომენტები ქონოდა, ვიდრე „ბარსას“.
ემილიო ბუტრაგენიო: „გასაკვირია, რომ VAR არ ჩაერთო ვარანის ეპიზოდში“.
კაზემირო ვარანის მომენტზე: „შესვენებაზე ვიდეოს ნახვის შემდეგ კითხვები აღარ ყოფილა – ეს პენალტია“.
„ბარსელონას“ დირექტორი: „ჩვენ ჯერ კიდევ „რეალზე“ წინ ვართ“.
ფატი კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია 1941 წლის შემდეგ.
პირველ ტაიმში „ბარსას“ ყველა სამივე ჯარიმა ყვითელი ბარათით დაისაჯა.
სემედუს სახლი გაძარცვეს კლასიკომდე რამდენიმე საათით ადრე.
მსაჯმა კლასიკო შეაჩერა იმის გამო, რომ „ბარსას“ ქომაგები მოედანზე ბურთებს ყრიდნენ.
„რეალის“ ფეხბურთელები კლასიკოზე კლუბის ემბლემის გარეშე ავტობუსებით მივიდნენ, სამაგიეროდ წარწერები ქონდათ: „შიში – მტერია“ და „დაე გქონდეს შენ ძალა“.
„ბარსას“ ფანებმა კლასიკოს დროს ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდეს გაანთავისუფლონ კატალონიელი პოლიტპატიმრები.
პოლიციასა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის „კამპ ნოუს“ სიახლოვეს შეტაკებები მოხდა.
მინიმუმ 60 ადამიანი დაშავდა სტადიონთან უწესრიგობის დროს.
MAJOR BREAKING: Riot police attacks pro-independence protesters outside the Camp Nou stadium. pic.twitter.com/69WW2tPnfx
— Catalans for Yes ? (@CatalansForYes) December 18, 2019