მანჰეტენი ყოველთვის ქვის ჯუნგლები არ ყოფილა. 400-ზე მეტი წლის წინ იგი ინდიელთა ტომის, ლენაპეს სახლი იყო. ველური ბუნების დაცვის საზოგადოების უფროსმა ეკოლოგმა ერიკ სანდერსონმა მანჰეტენის უძველესი რუკების გამოყენებით 400 წლის წინანდელი გარემოს სურათებზე აღდგენა შეძლო. მან სცადა საზოგადოებისათვის დაენახებინა, თუ როგორი იყო კუნძული მანჰეტენი 1609 წელს – ტყეებით და მინდვრებით დაფარული კუნძული პლაჟებით. წარმოიდგინეთ, მთელი მანჰეტენი რომ ნაციონალური პარკი იყოს…
ევროპელების მოსვლამდე კუნძულზე ალგონკინების ჯგუფის ინდიელების, ლენაპეს ტომი სახლობდა. დასახელება ,,მანჰეტენი” მოდის სიტყვიდან ,,მანა-ხატა”, რომელიც ერთ-ერთ ალგონკინურ დიალექტზე მთიან კუნძულს, ან პატარა კუნძულს ნიშნავს. 1609 წელს მანჰეტენი ინგლისელმა მოგზაურმა და მკვლევარმა, ჰენრი ჰადსონმა აღმოაჩინა, ვის პატივსაცემადაც მოგვიანებით მდინარე ჰადსონს სახელი ეწოდა.