LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფროსს უნდა მამასავით გადაარჩინოს ხალხი, ძალიან დასტრესილია, პატარაც მამის ვიდეოებს რამდენჯერმე უყურებს ხოლმე – გუდაურში გარდაცვლილი მაშველის მეუღლე

99
მაშველისმეუღლე

გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მაშველი გიორგი მარგიანი 4 აგვისტოს 31 წლის გახდებოდა და დაბადების დღის აღნიშვნას მეგობრებთან ერთად, ცემში გეგმავდა.

“დაგეგმილი გვქონდა, ცემში ვაპირებდით წასვლას, მეგობრებიც იქ უნდა დაეპატიჟა და იქ აღგვენიშნა”, – ამბობს მეუღლე თეონა ბუცხრიკიძე გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი” და ქმრის პროფესიაზეც აკეთებს კომენტარს:

“მე პატივს ვცემდი გიორგის გადაწყვეტილებას, შიშის მომენტი მქონდა, ვიცოდი, რომ სულ რისკზე მიდიოდნენ, მაგრამ მე მეამაყებოდა გიორგის პროფესია”.

გმირი მაშველის მეუღლე შვილების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ უმამოდ დარჩენას ბავშვები ძალიან განიცდიან.

“ორი შვილი დაგვრჩა, ხუთი წლის და სამის. უფროსს უნდა მამასავით გადაარჩინოს ხალხი და უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს. ძალიან ენატრება და ძალიან დასტრესილია, სულ განიცდის. მეუბნება, მოდი დავურეკოთ, არ გაინტერესებს ვინ გვიპასუხებს? პატარაც სულ მთხოვს – მოდი, მამა მაყურებინე, ვიდეოებს რამდენჯერმე უყურებს ხოლმე, ძალიან უჭირთ…”, – ამბობს თეონა ბუცხრიკიძე.

“გიორგი იყო ჩემი საფიცარი, ერთადერთი ბიჭი, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები