22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულებიდან ერთ-ერთის, გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი აცხადებს, რომ ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოს დაანახვებს „სიღრმისეულად სასამართლოს მცდარ განაჩენს“.
ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას თვითნებურს უწოდებს.
სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
„აქ მაღალი ალბათობა და ეჭვია იმისა, რომ თვითნებური გადაწყვეტილებაა პროფესიულად. ეს ევროპული სასამართლოს ტერმინი გახლავთ, ამიტომ მეორე ნაწილში, რომლის განმარტებასაც სასამართლო შეეცადა, რამდენიმე ადგილი იყო ფაქტობრივი, მან ვერ თქვა მიზეზი ჯგუფურ, განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით. მოყვანილი – 25-ე მუხლი ფორმალური ნაწილია, შინაარსობრივი ნაწილის შედარება ვერ მოხდა. როცა კონსულტაციას გავივლი ჩემ დასაცავ პირთან, მივიღებ დასაბუთებულ განაჩენს, აპელაციის საკითხსაც გადავწყვიტავთ. უფრო სიღრმისეულად შევეცდები ამ განაჩენის სიმცდარე სასამართლოს დავანახვო“, – განაცხადა ტურაზაშვილმა.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.