„ჩემი დაკვირვებით, ჩემ შვილს არავითარი ცხოვრება არ ჰქონია, გარდა ქვეყნის ინტერებისა, 24 საათი ადამიანი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რა ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნისთვის, მოსვენება, ძილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა და თქვა, რომ ბრალი, რომელიც სააკაშვილის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რეალობას არ შეესაბამება.
ალასანიას თქმით, მას ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს:
სააკაშვილი: „ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში“
„ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი და ყველა ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე და ჩემი არსებობა, საშინლად აღიზიანებს რუსეთს.“
ეს მოსამართლეები, პროკურორები ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან და ამ ქვეყანაზე გული მათაც შესტკივათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა კვებას მოუმატა, თუმცა, მას ექიმები ეუბნებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს.
ალასანიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლების სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა:
„რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს, რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს.
იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“. – განაცხადა ალასანიამ.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის დისტანციური ჩართვიდან გათიშეს.
როგორც მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“.