„გალფის“ მარკეტინგის დირექტორი ნინჩო ჯიბლაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ნინჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ მელისა ჯაყელიძემ, რომელიც სიმსივნეს ხუთი წლის განმავლობაში ებრძოდა, დაავადება დაამარცხა.
„უნდა გაგახაროთ ხალხნო, ზუსტად ასეთი მაგალითებია რაც გვაძლევს ძალას ცხოვრებაში გავუძლოთ გაუსაძლისს – ნიშანია, რომ უიმედობას არ უნდა მივეცეთ და ვიბრძოლოთ ყველა სიტუაციაში.
უმძიმესი დაავადება დაამარცხა მელისამ – ამ მზე გოგომ გაიმარჯვა და წინ დიდი მომავალი აქვს. სიკეთით, ღიმილით, დადებითი ემოციებით უკან მოიტოვა ეს საშინელი დღეები.
მისი დედიკოს სიტყვები მინდა გაგიზიაროთ, საოცარი დედის, რომელსაც ეს წლები წამი არ უცხოვრია იმედის გარეშე:
,,უფლის ნებით სიმსივნე უკვე საერთოდ აღარ ფიქსირდება სხეულში და აწი უფლის ნებით არც განმეორდება, 5 წელი დაცვით კონტროლზე ვიქნებით. “, – წერს ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.