23 დეკემბერს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული დეპარტამენტის მოწვეულმა პედაგოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ექიმმა-სტომატოლოგმა სოფო ჯაფარიძემ მის მიერ დაფუძნებული ჯგუფის „მედგიდის“ საქმიანობაზე ისაუბრა.